“საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ჩუმად, ფარულად შეაჩერა ნორმის მოქმედება“

საკონსტიტუციო სასამართლო „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ეხმაურება.
როგორც ვიცე-სპიკერმა განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის შეჩერება ფორსირებულად მოახდინა.
„სასამართლომ ძალიან ჩუმად, ფარულად, ისე რომ არც კი მოუსმინა პარლამენტის არგუმენტებს და არც დაინტერესდა, როგორი იყო მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში პარლამენტის არგუმენტები, შეაჩერა იმ ნორმის მოქმედება, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს. გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეიძლება შეუქმნას პრობლემა და, ბუნებრივია, მთელი პასუხისმგებლობა ამაზე უნდა აიღოს თავად საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ასევე, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, შეაჩერა იმ მუხლის მოქმედება, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთი საფუძველი გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები