რა მიზნით მივიდა დღეს სანდრა რულოვსი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოფისთან

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან შეკრებილ საზოგადოებას ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი შეუერთდა, რომელმაც ჟურნალისტებთან ტელეკომპანიასთან მისვლის მიზეზიც განმარტა.
„ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ ყველაზე ძლიერი სატელევიზიო არხის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. ნამდვილად დააკლდება მედიასივრცეს, თუ ეს ტელევიზია ამ ფორმით, როგორიც არის დღეს, აღარ იქნება,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მხარდამჭერები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დღეს შეიკრიბნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები