თამარ ხიდაშელი ოპონენტებს პასუხობს: არჩევნებზე პოლიტიკური რესურსი გამოვიყენეთ და არა ადმინისტრაციული

საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში წინასწარი მონაცემებით გამარჯვებული კანდიდატი თამარ ხიდაშელი აბსურდულს და ცილისწამებას უწოდებს ოპონენტთა განცხადებებს, რომ თითქოს მან წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. როგორც ხიდაშელმა „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, მან პოლიტიკური რესურსები გამოიყენა და არა ადმინისტრაციული.
„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას კრძალავს საარჩევნო კიოდექსი. საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღონ სამუშაო საათებში. თუმცა, არის მეორე პუნქტი, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. ასეთები კი არიან: მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, დეპუტატები და ასე შემდეგ. ასე რომ, ვიღაც, ირმა ინაშვილი, თუ მისი მხარდაჭერები უთითებენ იმაზე, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია და ამას უფრო დავარქმევდი პოლიტიკური რესურსის გამოიყენებას. მე ვიყავი მმართველი კოალიციის წარმომადგენილი და კოალიცია, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო, გამარჯვებული ყოფილიყო სახელისუფლებო კანდიდატი. სწორედ ამისთვის ჩამოვიდნენ საგარეჯოში “, – აღნიშნა თამარ ხიდშელმა „კვირას“ პრესკლუბში.
ირმა ინაშვილისა და თამარ ხიდაშელის ხმებს შორის სხვაობა დაახლოებით 4%-ია. როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ასეთ შედეგებს არ ელოდა და უფრო მაღალი მაჩვენებლის იმედი ჰქონდა. არსებულ შედეგს კი იმით ხსნის, რომ კონკურენტს უფრო მეტი რესურსი გააჩნდა: „უფრო მეტ შედეგს ველოდი. თუმცა ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რატომ არის ასეთი მცირე სხვაობა. ქალბატონი ირმა ინაშვილის მხარეს მეტი რესურსიც იყო – ერთ-ერთი მძლავრი იარაღი, რომელიც მას გააჩნდა, იყო ტელევიზია „ობიექტივი“. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ის იყენებდა თავის ტელევიზიას, ყველა გადაცემა საგარეჯოს თემას ეხებოდა, სადაც იყო ირმა ინაშვილის დიდება და ლაფი შეასხეს „რესპუბლიკელებს“. ხიდაშელმა საკუთარ სიძლიერეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პირდაპირ კავშირშია “ქართულ ოცნებასთან“. „ჩემი ერთ-ერთი სიძლიერე ის იყო, რომ მე ვიყავი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი და შემეძლო აპელირება ყველა იმ რეფორმებზე, რაც ამ 3 წლის განმავლობაში ჩატარდა. გარდა ამისა, ჩემი პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევებიც დამეხმარა“, – აღნიშნა ხიდაშელმა „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები