დედამიწას ასტეროიდმა „ჰელოუინმა“ ჩაუარა
დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდმა ჩაუარა. ასტრონომებმა მას არაოფიციალური სახელი „ჰელოუინი“ შეარქვეს, თუმცა მისი ასტრონომიული ნომერი ТВ145-ია.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მასიურმა ასტეროიდმა, რომლის დიამეტრი 400 მეტრს შეადგენს, დედამიწას 500 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუქროლა. მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწისთვის ის საფრთხეს არ წარმოადგენდა და მან ჩვენს პლანეტას დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე უფრო შორს ჩაუარა.
ამასთანავე, ევროპული კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლის დოქტორ დეტლეფ კოჩნის განცხადებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ასეთი დიდი ზომის ასტეროიდი დედამიწასთან მოახლოებამდე მხოლოდ 21 დღით ადრე იყო დაფიქსირებული. ეს, ასტრონომის თქმით, ამ ტიპის ობიექტებზე მუდმივი დაკვირვების აუცილებლობაზე მიუთითებს.