გიორგი ვოლსკი: სააკაშვილთან მიმართებაში, უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში, უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მან დღეს პარლამენტში განუცხადა.
“სააკაშვილთან მიმართებაში, უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ჩვენს მიერ მომზადებული წერილი საქმიანია, რომელიც ერთი მხრივ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ითვალისწინებს და მეორე მხრივ კი, უკრაინის უსაფრთხოებას, რადგან სააკაშვილის საუბრები და აქტივობა რამდენიმე ასპექტს მოიცავს. მას ურთიერთობების ჩაგდება რამდენიმე მნიშვნელობით შეუძლია”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პეტრო პოროშენკოს სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები