კახა თარგამაძე: რატომ ვაძლევთ ბოკერიებსა და სხვა ნაძირალებს სიბინძურეების კეთების უფლებას? მათი ადგილი ციხეშია!

„ხელისუფლების მთავარი დანაშაული, იცით, რა არის ? სიმართლე რომ არ თქვა – ვინ დაიწყო ომი 2008 წელს!“ – ასე ეხმაურება შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე უკრაინულ მედიის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ფარულ აუდიონაწერს.
როგორც კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, არავითარი საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს მას, ვინც მიხეილ სააკაშვილის გამართლებას შეეცდება.
„არავითარი საერთაშორისო მხარდაჭერა არა აქვს, ვინც სააკაშვილს „აპრავებს“, მისი „პადელნიკები“ არიან, რომლებსაც საქართველოდან მოპარულ ფულს უნაწილებდა. მაკ-კეინი, რომლის შვილობილიც იყო ეს გარეწარი, თავის ჯგუფთან ერთად დღესაც უწყობს ხელს სიბუნძურეების კეთებაში. ახლა ოდესას აქცევს! მისგან დავალებულები არიან. ხომ იცით, როგორი ბიჭია, ზურგი რომ აქციონ, მაშინვე დაამღერებს ყველაფერს – ვის, როდის და რამდენს აძლევდა ფულს. რა ლობისტურ კომპანიებს რომ აფინანსებდა სერიოზული თანხებით, მათ უკან მე ვიდექი?! ამის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი არსებობს…
ხელისუფლების მთავარი დანაშაული იცით, რა არის? სიმართლე რომ არ თქვა – ვინ დაიწყო ომი 2008 წელს! სააკაშვილის წინააღმდეგ ქიშმირის პალტოსა და ფულის გაფლანგვაზე რომ აღძრეს საქმე, იმ სისასტიკის გამო რატომ არ მისცეს პასუხისგებაში, რაც ფარულ ჩანაწერებშია ასახული?! რა მისი პირადი დავალების საფუძველზე არ აწამებდნენ ადამიანებს?!“ – აცხადებს კახა თარგამაძე „ასავალ-დასავალთაბ“ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში კახა თარგამაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს სასამართლო დავაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ან რაზე მიდის კამათი „რუსთავი 2“ – თან დაკავშირებით?! კაცს ტელევიზია წაართვა და ხალვაში ქონების დასაბრუნებლად იბრძვის. რა ქნას, სააკაშვილს აჩუქოს თავისი ქონება?!
ქვეყანას სჭირდება ისეთი შს მინისტრი, რომელიც ამ გარეწრებს ყურებში ჩაავლებს ხელს და საკანში წააბრძანებს! დავუშვათ სააკაშვილს იმუნიტეტი ჰქონდა და ქვეყნიდან გაასწრო, მაგრამ რატომ ვაძლევთ ბოკერიებსა და სხვა ნაძირლებს სიბინძურეების კეთების უფლებას? მათი ადგილი ციხეშია! აი, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სისუსტე! შევარდნაძის ხელისუფლებამ ამგვარი მორიდებით ამ კურდღლებს ქვეყანა გადაატრიალებინა. დროა, მოჰკიდეთ ყურებში ხელი და აალაპარაკეთ! დროზე შეუშვით საკნებში, კანონი გაძლევთ ამძის უფლებას! დაუწყეს მოფერება, მიშიკო, შენი ჭირიმეო, და აი შედეგიც!“ – ამბობს შს ყოფილი მინისტრი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები