შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: პატარა სცენაა მოწყობილი, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ, ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ
“რაც ხდება ოპოზიციაში, არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც აზელენ, “- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც ხდება ოპოზიციაში, არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც აზელენ. კარგია, რომ მათი ტალახი ჩვენს ქვეყანას არ ხვდება და ცდება. ქართველი ხალხი სწორად აფასებს ყველაფერს, რადგან სწორ არჩევანს აკეთებს. არის მათი [ოპოზიციის] პატარა სცენა მოწყობილი, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ, ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ. სწორი შედარებაა, რომ ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.