“მთავარი საფრთხე სწორედ ეს არის, რომ დღეს აგენტურა ერთ ხაზზეა – ჩაუშვებენ დავალებას, ასრულებენ ამ დავალებას; აგენტურა გაერთიანებული იყო ყოველთვის” – პაპუაშვილი

“მთავარი საფრთხე სწორედ ეს არის, რომ დღეს აგენტურა ერთ ხაზზეა – ჩაუშვებენ დავალებას, ასრულებენ ამ დავალებას, აგენტურა გაერთიანებული იყო ყოველთვის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

ამასთან, მან სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, “ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ხელს „ქართული ოცნება“ უშლის”.

„ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ როდესაც აგენტურა ერთიანდება, ეს ცუდია, საერთო ჯამში, მაგრამ ნუ, რა უნდა გითხრათ – როდის დაიშალნენ, როდის არ იყვნენ ერთიანი. ქალბატონი სალომე ახლა რა, სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სადმე სხვაგან არიან? ისევ ისე არიან ერთიანი. ეს არის სწორედ მთავარი საფრთხე, რომ დღეს აგენტურა არის ერთ ხაზზე, ჩაუშვებენ დავალებას, ასრულებენ ამ დავალებას. ასე რომ, აგენტურა გაერთიანებული იყო ყოველთვის. რამე პროცესი კი არ არის აგენტურის გაერთიანების, ეს არის დავალებით მოქმედი ადამიანების ჯგუფი, დაავალებენ, რომ, ერთად გამოჩნდნენ კამერასთან – ერთად გამოჩნდებიან, დაავალებენ ცალ-ცალკე – ცალ-ცალკე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები