სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უძრავი ქონების ბაზრის სტაბილიზაციის კამპანიის მხარდასაჭერად საკუთარ ერთადერთ ბინას გაყიდის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი უძრავი ქონების ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით მთავრობის მიერ წარმოებული კამპანიის მხარდასაჭერად თავის ერთადერთ ბინას გაყიდის.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-მა განაცხადა.

„მე აღარ მაქვს სახლი“, – განაცხადა პრეზიდენტმა გუშინ კაბინეტის სხდომაზე.

წყაროების ცნობით, წინასწარი შეთანხმება ხელმოწერილია და გარიგება მალე დასრულდება.

მედიის თანახმად, სამხრეთ კორეაში უძრავი ქონების მაღალი ფასები წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ სოციალურ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით სეულში, სადაც საცხოვრებელი ფართების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები