ქარელში ავტომანქანების სახელმწიფო ნომერი – ,,QAR 005“ ,,QAR 041“- ით შეიცვალა
ქარელის მუნიციპალიტეტის პირველი პირების მძღოლებზე განპირობებული მანქანის სახელმწიფო ნომრები ხელისუფლების ცვლილებების მიხედვით იცვლება.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თუკი ყოფილი გამგებლები სახელმწიფო ნომრით ,,QAR 005″-ით მოძრაობდნენ, ამჟამად გამგებლის სარგებლობაში არსებულ ,,ლანდ კრუიზერს” სახელმწიფო ნომერი ,,QAR 041″ მიენიჭა. ნომრების ცვლა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებამ და ,,ქართული ოცნების” გამარჯვებამ გამოიწვია.
ამჟამად ქარელის გამგეობის ბალანსზე რიცხული 3 ავტომობილი, მათ შორის 2007 წელს გამოშვებული ,,სუბარუ ტრიბეკა”, ტექნიკური გაუმართავობის გამო, გასაყიდად გაიტანეს. ,,სუბარუ ტრიბეკა” 11 ათას ლარადაა შეფასებული. დანარჩენი ორი, „მერსედეს-ბენცის“ ფირმის მანქანები 1996-97 წლებშია გამოშვებული. „მერსედესების“ ღირებულება (სახელმწიფო ნომრით „OJJ 357“ და „DEP 005“)- 4100 ლარს და 3600 ლარს შეადგენს.