Mercedes-Benz Fashion Week-Tbilisi მეორედ გაიმართება
5- დან 9 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში Mercedes-Benz Fashion Week ჩატარდება. მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისს მოდის კრიტიკოსები, ბაიერები და მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი გამოცემიდან წამყვანი ჟურნალისტები ესტუმრებიან. Mercedes-Benz Fashion Week საქართველოში უკვე მეორე წელია ტარდება. ქართველ ორგანიზატორებს მოდის კვირეულის გამართვისთვის სპეციალური მოთხოვნების შესრულება მოუწიათ. ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ დიზაინერები, რომლებიც კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ, თავის ქვეყანაში უკვე წარმატებულები უნდა იყვნენ და საზღვარგარეთ გარკვეული დოზით გაყიდვები უნდა ჰქონდეთ.
Mercedes-Benz Fashion Week-ში 50 ქვეყანაა ჩართული. სეზონი ტრადიციულად ნიუ-იორკიდან დაიწყო და დანარჩენ ქვეყნებში ეტაპობრივად ტარდება.