„ბოკერია, თარგამაძე, გაბაშვილი, ბარამიძე შიშობენ, რომ კოლომოისკის მათი სატელეფონო ჩანაწერებიც ექნება“

გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, კობა ხაბაზი და აკაკი მინაშვილი შიშობენ, რომ კოლომოისკის, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და მათი სატელეფონო ჩანაწერებიც ექნება, – ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს საუბრები 21 ოქტომბრამდე, ანუ სააკაშვილი – ბოკერია გვარამიას უკვე გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერებამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.
“ქრონიკა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულ სატელეფონო საუბრებში სააკაშვილი მათ უფრო დეტალურად და ღია ტექსტით ესაუბრა “რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ რევოლუციურ სცენარზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. “გიგა ბოკერიას თანაპარტიელებისთვის განუცხადებია, რომ სააკაშვილს უკრაინის სპეცსამსახურებში ადგილობრივი მილიარდერის – იგორ კოლომოისკის ჩანერგილმა ხალხმა მოუსმინა და თავად სააკაშვილიც ამ აზრზე ყოფილა. გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, კობა ხაბაზი და აკაკი მინაშვილი შიშობენ, რომ კოლომოისკის, სავარაუდოდ,მიხეილ სააკაშვილისა და მათი სატელეფონო ჩანაწერებიც ექნება, რომლებიც 21 ოქტომბრამდე, ანუ სააკაშვილის ბოკერიასთან და გვარამიასთან უკვე გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრებამდე რამდენიმე დღით ადრე შემდგარა. წყარო აცხადებს, რომ თუ ესენი გამოქვეყნდება, მაშინ ვერც ერთი მათგანი ციხეს ვერ გადაურჩება. სააკაშვილი მათ თურმე უფრო დეტალურად და ღია ტექსტით ესაუბრა „რუსთავი2“-თან დაკავშირებულ რევოლუციურ სცენარზე, მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, სადაც უხვად არის ისეთი ტექსტები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებს, რომ სააკაშვილი ამ ხალხთან ერთად, სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.
წყაროს თქმით, ამ საუბრების შინაარსი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული “ვიკილიქსის“ მიერ სტამბოლის აეროპორტში სააკაშვილისა და ბოკერიას საუბარი. წყარო აცხადებს, რომ ეს ამბავი თავად ბოკერიას გაუმხელია რამდენიმე თანაგუნდელისთვის, – თუ ეს ჩანაწერებიც გამოქვეყნდა, მე და რამდენიმე კაცს გასაქცევად გვექნება საქმეო,თუ გავასწარით, და ვინც აქ დარჩებით საკუთარ თავს თავადვე უშველეთო. “ნაციონალების“ კიდერები თურმე ამბობენ, ჯერ შეშინებული ბოკერია არ გვინახავს, 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილს ისტერიკა დაემართა, პარტიის წამყვანი ლიდერები საზღვარგარეთ გაიქცნენ, ან საქართველოში იმალებოდნენ, ერთადერთი, ბოკერია არ დაბნეულა და ყველას საქმეს ეგ აკეთებდა. ახლა კი, გარეგნულად, მედიასთან კი ინარჩუნებდა სიმშვიდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან შეშინებული და დაბნეულიაო. თუ წყაროს დავეყრდნობით, გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი ბარამიძე, კობა ხაბაზი და აკაკი მინაშვილი ნაღმზე სხედან არ იციან, როდის აფეთქდება, ან საერთოდ საერთოდ აფეთქდება თუ არა ეს ნაღმი“,- წერს “კვირის ქრონიკა“.
წყარო აცხადებს, რომ ბოკერიაზე არანაკლებ შეშინებულია სააკაშვილი. “მიშა დარწმუნებულია, რომ მას კოლომოისკის აგენტურა უსმენს. სააკაშვილი შიშობს, რომ კოლომოისკის მის გარემოცვაშიც ჰყავს აგენტურა და დიდი შანსია, რომ მას ჰქონდეს მისი და უკრაინაში მყოფი ქართველი “ბოევიკების“ ლიდერთა ჩანაწერები“,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები