კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სომხეთის კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სომხეთის კულტურის მინისტრმა ჰასმიკ პოღოსიანმა ორ უწყებას შორის, 2016-2018 წლებში, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის, კულტურის სხვადასხვა დარგის – თეატრის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. მხარეები 2016-2018 წლებში უზრუნველყოფენ სხვადასხვა ერთობლივი კულტურული ღონისძიების ორგანიზებას, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. სომხეთის დელეგაცია, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით თბილისს 30 ოქტომბერს ეწვია. დელეგაციის წევრებს შორის სომხეთის კულტურის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები