საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის პროცესი დღეს განახლდება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე პროცესი დღეს გაგრძელდება.
წინა სასამართლო პროცესზე სხდომის გადადების შუამდგომლობა მოპასუხე მხარემ დააყენა.
როგორც ტელეკომპანიის იურისტებმა აღნიშნეს, ისინი მზად არ იყვნენ საპაექრო სიტყვისთვის, რადგან მათ არ ჰქონდათ საკამარისი დრო მოსამზადებლად.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მოსარჩელე მხარეც, იმ შემთხვევაში, თუ მათ საპაექრო სიტყვისთვის დამატებით კიდევ ხუთი წუთი მიეცემოდათ, რაზეც მოპასუხე მხარემაც თანხმობა განაცხადა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სხდომა გადადო.
დღევანდელ პროცესზე „რუსთავი 2“-ის ადვოკატები საპაექრო სიტყვას წარმოთქვამენ და ახალ შუამდგომლობებს დააყენებენ.
ამის შემდეგ, მხარეებს რეპლიკების უფლება ექნებათ და მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები