საგამოძიებო სამსახური "თი ვი ემ არ საქართველოში" შესვლას უარყოფს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებას, რომ საგამოძიებო სამსახური შესულია კომპანია “თი ვი ემ არ საქართველოს” და ითხოვს პერსონალურ მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ტელეკომპანიების რეიტინგები იზომება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეხმაურება.
უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო სამსახური კომპანია “თი ვი ემ არ საქართველოში” არ შესულა, არც აქამდე ჰქონია რაიმე სახის შეხება. შესაბამისად, კუბლაშვილის განცხადება არის ტყუილი და მიზანმიმართული ქმედება, რომ საზოგადოებას მიეწოდოს მცდარი ინფორმაცია.
“საგამოძიებო სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკურ ფიგურებს, რომ თავი შეიკავონ მცდარი, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.