ნიკა გვარამია: ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებას შეეცდება

ამ ქვეყანაში თუ ვინმეს სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა, ის უნდა დაისაჯოს აუცილებლად, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, მთავრობა არის პასუხისმგებელი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.
“თუ ვინმეს ამ ქვეყანაში უნდა სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ის უნდა დაისაჯოს აუცილებლად. ყოველთვის, ამ მთავრობის თუ სხვა ნებისმიერი მთავრობის დროს, რადგან ხელისუფლება ქვეყანაში – ეს არის ხალხის მიერ არჩეული ძალა და ხელისუფლების დამხობა არის ხალხის ნების წინააღმდეგ სვლა. ოღონდ, საკუთრივ ხელისუფლებასაც უნდა ახსოვდეს, რომ ის პასუხიმგებელია ხალხის წინაშე და ხალხის წინააღდმეგ სვლა მისთვისაც არის დანაშაული”, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ ასევე საგამოძიებო და ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა, რომ სამართლებრივი მოთხოვნის ჩარჩოებში იმოქმედონ.
“მოვუწოდებ ყველა საგამოძიებო და ძალოვან სტრუქტურას, მოექცეს სამართლის მოთხოვნის ჩარჩოებში. ნუ გახდება კონკრეტული პირების ბრძანებების აღმსრულებელი და ნუ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს. ეს არის მათი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მკაცრად აგებენ პასუხს და წარდგებიან სამართლიანი სასამართლოს და არა მოსამართლე ურთმელიძის სასამართლოს წინაშე. ქვეყანაში ისედაც ძალიან მძიმე და დაძაბული სიტუაციაა”, – განაცადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები