პიტიახშ-ერისთავთა არმაზისხევის კომპლექსის აღსადგენი პროექტი

  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2014 წლის პროგრამის ფარგლებში პიტიახშ-ერისთავთა არმაზისხევის კომპლექსის აღსადგენი პროექტი ამოქმედდება. მცხეთის შემოგარენში, მდინარეების მტკვრისა და არმაზისხევის შესაყართან, მარჯვენა სანაპიროზე, ბუნებრივ ტერასაზე მდებარე – ქართლის (იბერიის) სამეფო ერისთავთა (პიტიახშთა) არმაზისხევის კომპლექსი II-IV სს. მიტოვებული, მოუვლელი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მცხეთაში, ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლის ისტორია ამ დრომდე ბოქლომზე დაკეტილ კარს მიღმა იმალება. ერთ დროს ქართლის (იბერიის) სამეფოს ერთ-ერთი სამხედრო-პოლიტიკური და სახელისუფლებო ცენტრი დღეს გადარჩენას საჭიროებს. არმაზისხევის კომპლექსის, როგორც უძველესი და უმსხვილესი არქეოლოგიური ძეგლის აღდგენა კულტურული მემკვიდრეობის 2014 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდისა და დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, სამაროვნები და ამ სამაროვნებზე გამოვლენილი არტეფაქტები თუ უძველესი დამწერლობის ნიმუშები ხაზს უსვავს და ადასტურებს, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით, არმაზისხევის არქეოლოგიური კომპლექსი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ზოგადად, კავკასიის უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები