დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის საქველმოქმედო ჩვენება გაიმართება
30 ოქტომბერს, 19 საათზე, საკრებულოს ფოიეში ჩატარდება საქველმოქმედო ჩვენება. ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების მხარდასაჭერად მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისთვის ცნობილი მოდელები: თინათინ ნატროშვილი, ეკატერინე ფანგანი, ნანკა კალატოზიშვილი, ლულუ კახიანი, მანიკა ასათიანი, თამარ პოპიაშვილი, ლიკა ქორქია, მარგო ლუჩკო, თაკო ცქვიტინიძე, ნინუცა მაყაშვილი და ცისია მეტრეველი. მათთან ერთად პოდიუმზე გამოვლენ პაციენტები, რომლებიც იტარებენ მკურნალობის კურსს, ან უკვე განიკურნენ ამ სენისგან, რათა საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!
ღონისძიება ტარდება თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის პარტნიორობით, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდის”ევროპა დონა ჯორჯიას” მხარდასაჭერად.