ნიკოლოზ საბაშვილი „1945“-ით – SkupiFestival-ისთვის ემზადება
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელწიფო თეატრს მაკედონიაში ელოდებიან. თეატრის დასი გასტროლზე მიემგზავრება. SkupiFestival- ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარდგება ორგზის „დურუჯის“ მფლობელი რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, სპექტაკლით „1945“ . საერთაშორისო გასტროლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მოზარდმაყურებელთა თეატრის დასი მაკედონიაში 30 ოქტომბერს გაემგზავრება.