ჯაზფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება
დღეს, თბილისის „ივენთ ჰოლში“ ჯაზფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. დღევანდელ საღამოზე მსმენელის წინაშე ედმარ კასტანედა წარდგება. მისი კონცერტი გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა, ტექნიკური პრობლემის გამო კონცერტი გადაიდო – მუსიკოსის ინსტრუმენტმა თბილისის აეროპორტში ჩამოსვლა დააგვიანა.
ედმარ კასტანედას კონცერტი თბილისის „ივენთ ჰოლში“ 29 ოქტომბერს, 23:00 საათზე შედგება. ამავე დღეს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფის – Fourplay-ს კონცერტი.