ფილმის დაფინანსებისთვის კონკურსი გამოცხადდა
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ან ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტებს. ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა წარადგინოს.
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე. საკონკურსო ფონდი 10 000 (ათი ათასი ) ლარს შეადგენს.
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2014 წლის 4 აპრილი.