სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების შედეგები ცნობილია

2015 – 2016 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსის პირველი ტურის შედეგები გამოვლინდა.
ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 – 2016 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე 4 პროექტს შორის, 28 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის წევრების შეფასებით კონკურსის პირველ ტურში ქულები ასე განაწილდა:
1. .„ხიბულა” (პროდიუსერი – შპს „ალამდარი” დირექტორი – გიორგი ოვაშვილი, რეჟისორიგიორგი ოვაშვილი) – 115 ქულა. 2. .„მძევლები” (პროდიუსერი – შპს „20 STEPS PRODUCTIONS” დირექტორი – ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი – რევაზ გიგინეიშვილი) – 129 ქულა.
3. .„43- ორმოცდასამი” (პროდიუსერი – შპს „სინეტექი” დირექტორი -ზურაბ მაღალაშვილი, რეჟისორი – დიმიტრი ცინცაძე) – 130 ქულა.
4. .„მისი გული” (პროდიუსერი – შპს „სტრომბოლი” დირექტორი – ზაქარია ზალიკაშვილი, რეჟისორი -ახტიომ სეიტაბლაევ) – 81 ქულა.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, მე-2 ტურში გადავიდა ყველა ის პროექტი, რომელმაც 100 და მეტი ქულა მოიპოვა. მე-2 ტურში მონაწილეობას მიიღებს 3 პროექტი:
1. .„43- ორმოცდასამი” (პროდიუსერი – შპს „სინეტექი” დირექტორი -ზურაბ მაღალაშვილი, რეჟისორი – დიმიტრი ცინცაძე) – 130 ქულა.
2. .„მძევლები” (პროდიუსერი – შპს „20 STEPS PRODUCTIONS” დირექტორი – ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი – რევაზ გიგინეიშვილი) – 129 ქულა. 3. .„ხიბულა” (პროდიუსერი – შპს „ალამდარი” დირექტორი – გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი) – 115 ქულა. ერთი პროექტი კონკურსს გამოეთიშა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები