„ლაგუნა ვერეს“ საცხოვრებელი კორპუსი ჩაენაცვლება
ფონდი “ქართუ” საცურაო კომპლექსის “ლაგუნა ვერესთვის“ პროფილის შეცვლას გეგმავს – აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. მისი თქმით, კომპლექსის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა იგეგმება, ვინაიდან ინვესტორმა საცურაო აუზის კომპლექსი არამომგებიან ბიზნესად მიიჩნია.
შეგახსენებთ: სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ლაგუნა ვერე“ ამ თვეში დაიხურა და დახურვის გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ კომპლექსის არამომგებიანობის გამო მიიღო.