ძლიერი წვიმა და ტორნადო კრასნოდარის მხარეში — მდინარეები კალაპოტიდან გადმოდიან
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულია მდინარეები და ტორნადო მძვინვარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დეფანოვკას სოფელში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. მდინარემ ოთხი ფეხით მოსიარულე ადამიანი გაიტაცა, შემდეგ კი ავტობუსი სადაც 25 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის წყლიდან ამოყვანა დროულად მოხერხდა.
აგოის სოფელში ტორნადომ სანაპიროს გადაუარა, დამსვენებლები პანიკაში თავშესაფრის საძებნელად გაიქცნენ. ლერმონტოვოში, მოლდოვონკასა და ოლგინკაში ქუჩები დატბორილია, ნოვომიხაილოვსკოეში წყალი სახლებსა და სარდაფებში შედის, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ავარიული ხიდი ჩამოინგრა, უღელტეხილებზე მოძრაობა შეზღუდულია. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამდღიანი შტორმის გაფრთხილება გამოაცხადა.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა.