დავით შერაზადიშვილი: მჯერა, რომ მანგლისი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო ადგილად იქცევა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, სახალხო ღონისძიება ,,მანგლისობა 2025″ საზეიმოდ აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო ზეიმს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ხარაბაძესთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ადგილზე მისულ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა.

“გილოცავთ მანგლისობას. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად მაქვს შესაძლებლობა ვიზეიმო სახალხო დღესასწაული „მანგლისობა”.მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები საუკეთესო შესაძლებლობაა საკურორტო დაბის პოპულარიზაციისა და ტურისტებთან კომუნიკაციისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს , ღონისძიებაში მონაწილე და დამსწრე თითოეულ ადამიანს. მჯერა, რომ მანგლისი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო ადგილად იქცევა. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ დღესასწაულს მანგლისელებს და ყველა ადამიანს ვისაც აქაურობა უყვარს და ეძვირფასება.”- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები