რუსთავში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში ტარდება
რუსთავში, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურნირში, 2002-დან 2010 წლამდე დაბადებული 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი თბილისიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან, დუშეთიდან, ქუთაისიდან, ფოთიდან და ბათუმიდან იღებენ მონაწილეობს.
ჩემპიონატის პირველ დღეს, 500 მეტრიან დისტანციაზე გამარჯვებული სპორტსმენები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილმა, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ნადირაძემ, რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დემეტრაშვილმა, რუსთაველმა ნიჩბოსანმა, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულმა ალექსანდრე წივწივაძემ დააჯილდოვეს.
,,რუსთავის ცენტრალურ პარკში, ჩვენს უნიკალურ ტბაზე, უკვე მეორე წელია ვმასპინძლობთ საქართველოს ჩემპიონატს ნიჩბოსნობაში. რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემიის ინფრასტრუქტურა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი დონის შეხვედრები, სწორედ ჩვენს ქალაქში გაიმართოს. სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და დაინტერესდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
ჩემპიონატი საქართველოს კანოეს და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში ტბაზე, რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემიის ბაზაზე ტარდება და დღეს დასრულდება.