ჩინელი მყვინთავი წყალქვეშა გამოქვაბულში 5 დღის განმავლობაში უმი თევზის ჭამით გადარჩა
19 ივლისს 40 წლის ჩინელი მყვინთავი, სახელად ვანგი, დაიკარგა მას შემდეგ, რაც მეგობართან ერთად მდინარეში ხუთი წუთის განმავლობაში ყვინთავდა. ფსკერთან ახლოს უფრო რთული და უფრო ღრმა გამოქვაბულის სისტემის შესასვლელი მდებარეობდა. აშკარა გახლდათ, რომ ვანგი დაიკარგა და შესაძლოა, დაიხრჩო. მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო ოპერაცია.
პირველმა ჩაყვინთვამ შედეგი არ გამოიღო, მაგრამ მეორე ჯერზე მყვინთავებმა კლდიდან მომავალი ხმა გაიგონეს. ისინი 130 მეტრამდე ჩავიდნენ, მაგრამ ვერავინ იპოვეს. თუმცა, ვანგი იქ იყო – მან 100 მეტრის სიღრმეზე ბუნებრივი ჰაერის ბალიშის პოვნა მოახერხა. მყვინთავების შემჩნევისას მან წყალში ჩაყვინთა და ფანარი მაშველებისკენ მიმართა. ამ დროს მის ავზში ჟანგბადის მხოლოდ 4% იყო დარჩენილი, თუმცა, საბოლოოდ, მყვინთავებმა ვანგი იპოვეს.
„სიგარეტი გაქვთ?“ — ეს იყო პირველი სიტყვები, რაც ვანგმა გადარჩენის შემდეგ თქვა. თავს ზედმეტად კარგად გრძნობდა იმ კაცის პირობაზე, რომელმაც ხუთი დღე წყალქვეშა გამოქვაბულში გაატარა. როდესაც ხმელეთზე გადავიდა, სასწრაფო დახმარების მანქანამდე თავად მივიდა. ვანგმა მოგვიანებით თქვა, რომ შემთხვევით გამოქვაბულში დაიკარგა, დროის აღქმა დაკარგა და 5 დღის განმავლობაში მხოლოდ უმი თევზის ჭამით გადარჩა.