თენგიზ შარმანაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: პარიზის და ვაშინგტონის არბიტრაჟით ყველაზე დიდი ყალბი ნარატივი გაბათილდა – ორი საერთაშორისო არბიტრაჟი ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა პორტის მშენებლობისთვის

„პარიზის და ვაშინგტონის არბიტრაჟით ყველაზე დიდი ყალბი ნარატივი გაბათილდა. მთავარია, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც განაცხადეს, რომ ყალბია იმის მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. პირიქით, ორივე ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეწყო ამ პროექტის განხორციელებას“- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა რამის მტკიცება არის სიყალბე და ამას არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ ორი საერთაშორისო არბიტრაჟი ამბობს.

„ამ ორ დასკვნაში მთავარია ერთი, ის უმსგავსობა, რომ უბიძგებ, რომ შენი სამშობლო დაზარალებულად გამოიყვანო და მილიარდზე მეტი დოლარი დააკისრო შენი ქვეყნის ბიუჯეტს, როცა ამის არანაირი საფუძველი არ გაგაჩნია, მაგრამ მეორე მთავარი არის, რომ ყველაზე დიდი ყალბი ნარატივი გაბათილდა, პარიზის არბიტრაჟითაც და ვაშინგტონის არბიტრაჟითაც. მთავარია ის, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც განაცხადეს, რომ ყალბია იმის მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. პირიქით, ორივე ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეწყო ამ პროექტის განხორციელებას. რამდენჯერმე გადაწია ვადა ამ ორგანიზატორების სასარგებლოდ, რომ მეტი დრო ჰქონოდათ, რომ ეს მოეგვარებინათ. თავის თავზე აიღო ის ვალდებულებები, რომელიც შეიძლება პირველ შემთხვევაში არ აეღო თავის თავზე. კომუნიკაციების მიყვანის ის მასშტაბები და ა.შ. ამაზე არც კი შეაწუხა ინვესტორები და არც პირობებში ჩავიდა. ამიტომ, თუ ნახავთ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ისევე, როგორც პარიზის გადაწყვეტილებას, ორივეგან ეს მითითებულია, რომ პირიქით, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, თუ სწორი მენეჯმენტი იქნებოდა, მოეზიდათ ინვესტიციები ამ პორტის მშენებლობისთვის. ნებისმიერი სხვა მტკიცება არის სიყალბე და ეს სიყალბე რომ არის, ამას ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება, კი არ ვამბობთ, ორი საერთაშორისო არბიტრაჟი ამბობს“- განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები