სოჭში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა

სოჭში, ადლერის რაიონში, ნავთობის ბაზაზე საწვავის რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნა გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რუსული მედია და ადგილობრივი ჩინოსნები ავრცელებენ.

მედიის ცნობით ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია 127 მეხანძრე და 35 ერთეული ტექნიკა.

სოჭის მერმა, ანდრეი პრუშუნინმა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა შენობები, რომლებიც მდებარეობს ავტოსამრეწველო კოოპერატივის ტერიტორიაზე.

„წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, – აღნიშნა მერმა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, არ გადაიღონ და არ გაავრცელონ ხანძრის ლიკვიდაციის კადრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები