თურქეთში არჩევნებამდე 5 დღით ადრე ერდოღანის მმართველობამ თავისუფალი მედია შეზღუდა

თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში 1 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სკანდალის აგორება გადაწყვიტა.
ანკარის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოწინავე ჰოლდინგის – “ქოზა-იფექ-ის“ არსებული მმართველობა გადააყენა და პრეზიდენტ ერდოღანთან დაახლოებული სახელწიფო მმართველები დაუნიშნა, რაც, ჰოლდინგის მედიასაშუალებებთან ერთად, 21 კომპანიის ხელში ჩაგდებას ნიშნავს.
დღეს დილით კი პოლიცია აღნიშნული ჰოლდინგის ტელევიზიების: Bugün -სა და Kanaltürk“-ის შენობაში შეიჭრა, ტელევიზიების მაუწყებლობა გააჩერა და რამდენიმე ჟურნალისტი დააკავა.
„ქოზა-იფექ ჰოლდინგი“ გასულ თვეში ფინანსურმა პოლიციამ შეამოწმა, თუმცა მათ დარღვევები ვერ აღმოუჩინეს.
„ქოზა-იფეს ჰოლდინგის“ შესახებ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სასამართლომ ჰოლდინგების მმართველობაში, პრეზიდენტ ერდოღანის მხარდამჭერი წრიდან, გაზეთ Sabah-იდან და ტელევიზია ATV-დან წარმომადგენლები დანიშნა.
დღეს დილით კი პოლიცია ორი ტელევიზიის – Bugün- სა და Kanaltürk-ის შენობაში შეიჭრა და მაუწყებლობა გააჩერა.
ქვეყნის ელიტამ, იურისტებმა, ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა, ბიზნესმენებმა და ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს ეს ქმედება ერდოღანის მხრიდან ბოლო წლებში ისედაც ძალიან შევიწროებული თავისუფალი მედიის გაჩუმების და ხელში ჩაგდების აშკარა მაგალითია.
ერდოღანი მსგავსი მეთოდებით ცდილობს ისეთი კაპიტალისა და ფირმების ხელში ჩაგდებას, რომელთა ხელმძღვანელები ერდოღანს მხარდაჭერას არ უცხადებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ერდოღანის პარტიის ერთ – ერთმა წევრმა დეპუტატმა გუშინ ტელევიზიით განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი გაზეთების: Zaman -ის Hürriyet -ის Sözcü-სა და Cumhuriyet ხელში ჩასაგდებად დაიწყებენ მოქმედებას.
თურქეთის პრესაში გავრცელდა ინფორმაციები, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა, “ქოზა-იფექის“ ხელმძღვანელობას მხარდაჭერა მოსთხოვა, მათგან უარის მიღების შემდეგ ჰოლდინგში შემავალი მედიასაშუალებების დ არბევა დაიწყო. ფაქტმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზეც დიდი რეაქცია გამოიწვია.
აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მთავრობებმა სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და სასამართლო სისტემის მიმართ პატივისცემა და ყველა მონაწილისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპი უნდა დაიცვან კანონის წინაშე, რათა უზრუნველყონ კანონის უზენაესობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”.
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა განაცხადა, რომ 1 ნოემბრის არჩევნების წინ „ქოზა-იფექ ჰოლდინგის“ ჯგუფის ხელში ჩაგდების გამო შეშფოთებულია. მისი თქმით, “თავისუფალი მედია დემოკრატიის მთავარი ხერხემალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები