თბილისის მე-18 ჯაზფესტივალი გრძელდება

ედმარდ კასტანელას კონცერტი თბილისის ივენთ ჰოლში თბილისის მე-18 ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. დღეს, 20:00 საათზე, „ივენთ ჰოლში“ ქართველი მელომანების წინაშე წარდგება ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა. მეთვრამეტე ჯაზფესტივალი 23 ოქტომბერს კანადელი მომღერლისა და პიანისტის დაიანა კროლის კონცერტით გაიხსნა. მომდევნო საკონცერტო დღეებში მსმენელის წინაშე ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი, ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო, ასევე, ცნობილი მესაყვირე – ავიშაი კოენი წარდგნენ. 6- დღიანი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, სასცენო მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო ტურს თბილისში დაიწყებს და ჯაზფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი Fourplay.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები