დავით უსუფაშვილი: რუსეთი არა მხოლოდ ტერიტორიების, არამედ ქართველების აზროვნების ოკუპაციას ახდენს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის საბოლოო მიზანი არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მესამე კონფერენციაზე განაცადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ტერიტორიები არის პლატფორმა შემდგომი ნაბიჯებისა, რათა რუსეთმა თავისი კონტროლი გაზარდოს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ რეგიონშიც.
„სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა რუსეთში, ვერ აღიქვეს, რომ 21-ე საუკუნე დაფუძნებულია განსხვავებულ ღირებულებებზე. ეს გახდა პრობლემა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამის მაგალითია უკრაინაში მიმდინარე პროცესები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, იგი ისურვებდა, რომ ისეთი კონფერენციები, რომლებზეც უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, ყოფილიყოს უფრო მოსაწყენი და არ ახდენდეს მსგავსი საკითხები აზროვნების ოკუპირებას.
„მაგრამ, სამწუხაროდ, უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციები უფრო და უფრო საინტერესო ხდება. საქართველოზე რომ ვისაუბროთ, რუსეთი ახდენს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ აზროვნებისაც, რაც ძალიან დამაზიანებელია. ყველა წამი, ყველა წუთი, რომელსაც ვუთმობთ ამ საკითხებს, აკლდება სხვა საკითხებს, რომელზეც ყველა ხელისუფლება უნდა იყოს ფოკუსირებული. ეს არის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, განათლების საკითხები. სამწუხაროდ, მე და ჩემი კოლეგები მთელ დროს უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ ვხარჯავთ, ეს კი ხელს არ უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები