უსუფაშვილი ნატოს დელეგაციას: როდესაც აქ ხართ, საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ამიტომ მიგვიღეთ, როგორც წევრები ან დარჩით ჩვენთან
გთხოვთ, გადაწყვიტოთ, მიგვიღეთ ჩვენ, როგორც წევრები ან დარჩით ჩვენთან ამ დარბაზში, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატოს დელეგაციას.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, როდესაც ისინი აქ იმყოფებიან.
“როდესაც თქვენ აქ ხართ, საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ეს არის ნატოს მე-5 პუნქტის ჩანაცვლება. გთხოვთ, მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილება – მიგვიღეთ ჩვენ, როგორც წევრები, ან დარჩით ჩვენთან აქ, ამ დარბაზში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილები ვიქნებით”, – მიმართა ნატოს დელეგაციას დავით უსუფაშვილმა.