თვითმმართველობის დეპუტატები ამომრჩევლებს ანგარიშს ჩააბარებენ

საქართველოს ორგანული კანონის 88-ე მუხლში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის დეპუტატი ვალდებულია ამომრჩეველს ანგარიში ჩააბაროს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ და ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ სხვადასხვა რაიონში ანგარიშების წარდგენის გეგმა უკვე შეადგინა. რიმა ბერაძე მოსახლეობას მის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ 29 ოქტომბერს მოუყვება.
„ ანგარიშები წარდგება დადგენილი წესის მიხედვით ეს 1 ნოემბრამდე უნდა მოხდეს. ჩვენმა ფრაქციამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური გეგმა – გრაფიკი შეიმუშავა, რის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმართველობაში ანგარიშების მოსმენა უკვე გაწერილია. ჩემი ანგარიშის მოსმენა 29 ოქტომბერს ილიას ბაღში (ყოფილ „გორკის კლუბში“), 18:00 საათზე შედგება. მე ჩემს ამომრჩეველს ჩავაბარებ ანგარიშს და ვეტყვი, თუ როგორ ვგეგმავ 2016 წლის ჩემს სამუშაო გეგმას“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
რიმა ბერაძის განცხადებით, მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ანგარიშს პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებიც ჩააბარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები