კომედიური და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსზე 22 პროექტი წარადგინეს

ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 წელს კომედიური და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილია 22 პროექტი. პროექტები უკვე გადაეცა საექსპერტო კომისიას. კონკურსის პირველი ტური 2015 წლის 2 ნოემბერს ჩატარდება. საექსპერტო კომისიის წევრები არიან: სცენარისტი კონსტანტინე ჯანდიერი, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, პროდიუსერი ირაკლი საღინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები