პატრიარქი: სადაც სიმშვიდე არ არის, იქ ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს
ამა თუ იმ საკითხის განხილვა არ უნდა იყოს ქუჩებში. დარბაზებში უნდა დავსხდეთ და ესა თუ ის საკითხი მშვიდად განვიხილოთ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
ილია მეორემ მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემაა. არის დაპირისპირება ერში, პოლიტიკურ პარტიებს შორის. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამა თუ იმ საკითხის განხილვა არ უნდა იყოს ქუჩებში. დარბაზებში უნდა დავსხდეთ და ესა თუ ის საკითხი მშვიდად განვიხილოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება და სიმშვიდე, სადაც სიმშვიდე არ არის, იქ ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს”, – განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.