“ჩემი აქ მუშაობის პერიოდში ვნახე ცოცხალი და ღია მედიაგარემო და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს. როგორც მედიის წარმომადგენლებთან მან განაცხადა, საქართველოში არსებობს ღია და ცოცხალი მედიაგარემო და ეს ასეც გაგრძელდება.
„პრეზიდენტ მარგველაშვილთან ვილაპარაკეთ, რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ვითარების განმუხტვაში და დიალოგის დაწყებაში. ვფიქრობ, ეს შეხვედრები შედეგს მოგვიტანს. მედიათავისუფლება და მედიაპლურალიზმი არის ქმედითუნარიანი საზოგადოების ფუნდამეტური ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ღია სივრცე სხვადახვა შეხედულებისთვის. ჩემი აქ მუშაობის პერიოდში ვნახე ცოცხალი და ღია მედიაგარემო და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. ეს მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებულია საარჩევნო წელიწადში“,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა პრეზიდენტის კონსულტაციები დიპლომატებთან მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები