ალექსი ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
ახვლედიანმა დაადასტურა, რომ ოთხშაბათს დილით სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის ოფისში არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარმიას შეხვდა, თუმცა საუბრის შინაარსის გახმაურებისაგან მან თავი შეიკავა.
“ჯერ მე თვითონ გავერკვე, რა ხდება სიტუაციაში. შევხვდები ნიკას. რა ხდება საერთოდ, მე თვითონ გავერკვე და მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს. მანამდე ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია მისი მეგობარია და “ალბათ ეს იყო მეასე ვიზიტი “რუსთავი2”-ში.
შეგახსენებთ, რომ ალექსი ახვლედიანი საგამოძიებო უწყებაში ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები