ხმაური “პირიმზესთან” – გიორგი კოდუას კვერცხები ესროლეს (ვიდეო)

დაპირისპირება და ხმაური ბიზნესმენ გიორგი კოდუასა და „ეროვნულ-ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრებს შორის პირიმზესთან მოხდა. აქციის მონაწილეებმა პირიმზის შენობას კვერცხები ესროლეს და წითელი საღებავებით წარწერები დატოვეს.
კოდუა აქციის მონაწილეებთან გამოვიდა და მოუწოდა მათ კვერცხების სროლა შეეწყვიტათ.
“არაფერ კარგს არ მოუტანს ეს ყველაფერი ქვეყანას. ეს ურთიერთგარჩევები ქუჩაში, რომ არ გადაიზარდოს აუცილებელია მთავრობამ გააკონტროლოს,”- განაცხადა კოდუამ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „თავისუფალი ზონის“ ოფისს დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ეძებდნენ და ვერ იპოვეს, რის შემდეგაც მათ პირიმზის შენობას ესროლეს კვერცხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები