ხელისუფლება ინვესტორებისთვის დამატებითი წახალისების მექანიზმების შემუშავებას იწყებს

საქართველოში ნაკლებად განვითარებული დარგების ასაღორძინებლად, ხელისუფლება ინვესტორებისთვის დამატებითი წახალისების მექანიზმების შემუშავებას იწყებს, – ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, პროექტი, რომელიც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტორებისთვის გარანტიების უზრუნველყოფის მექანიზმებს ითვალისწინებს, ეკონომიკურმა საბჭომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეიმუშავა.

მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა გრძელდება და მასში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

„ეს იქნება ინვესტიციების წახალისების მექანიზმები, მათ შორის ისეთ დარგებში, რომლებიც საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული. ეს შექმნის დამატებით სტიმულს მსხვილი ინვესტორებისთვის, რათა ისინი შემოვიდნენ ამ დარგებში, დააბანდონ კაპიტალი და შექმნან სამუშაო ადგილები. ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა პროექტი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დოკუმენტზე, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან, რათა მოვისმინოთ მათი პოზიციები და შეჯერებულ ვარიანტს გავაცნობთ საზოგადოებას“,– განაცხადა ჯავახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები