მირიან წიკლაური: თუ „ჯენერიკი“ კარგი ხარისხისაა, ის ბრენდისგან არ განსხვავდება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების გაიაფებას აანონს, რაც „ჯენერიკ – მედიკამენტების“ ბაზარზე შემოსვლითა და მათი სეგმენტის გაფართოებით უნდა განხორციელდეს. ასევე სამინისტრო მედიკამეტების ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მირიან წიკლაური „ჯენერიკ-მედიკამენტების“ საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, „ჯენერიკი“ სამკურნალო პრეპარატია, იგივე ფორმულით, შემადგენლობითა და ჩვენებებით.
მისივე თქმით, თუ „ჯენერიკი“ კარგი ხარისხისაა, ის ჩვენებითა და მკურნალობის ეფექტის გათვალისწინებით, არ განსხვავდება ბრენდისაგან.
„ მხოლოდ არა იმ ფირმის მიერ გამოშვებული, რომელმაც მედიკამენტი თავდაპირველად დაარეგისტრირა და დააპატენტა. მაგალითისთვის, პრეპარატი ასპირინი. თავის დროზე, აღნიშნული მედიკამენტი კომპანია „ბაიერმა“ დააპატენტა და ფარმაცევტულ ბაზარზეც პირველად მან შემოიტანა. თუმცა, დღეს მას უშვებს კომპანია „უპსა“, რომელიც არანაკლები ხარისხისაა. მსგავსი მაგალითების მოყვანა შეიძლება სხვა, მრავალი დასახელების მედიკამენტზეც. ანუ „ჯენერიკი“ არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად არის ცუდი. თუ „ჯენერიკი“ კარგი ხარისხისაა, ის ჩვენებითა და მკურნალობის ეფექტის გათვალისწინებით, არ განსხვავდება ბრენდისაგან. ზოგიერთ შემთხვევაში სჯობს „ჯენერიკი“ ბრენდს.“
ამასთან, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრს არასამართლიანად მიმაჩნია, როცა „ჯენერიკ მედიკამენტებს“ უხარისხო წამლებთან აიგივებენ.
„ინდოეთშიც ბევრი წარმატებული და სანდო ფარმაცევტული კომპანიაა, თუმცა არიან ნაკლებად სანდო და წარმატებული კომპანიებიც, როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში. სწორედ, ასეთი განწყობა იყო საქართველოში თავის დროზე თურქულ მედიკამენტებზეც. მათ არ ენდობოდენ, თუმცა ვიმყოფებოდი რამდენიმე ფირმის ქარხანაში, რომლებიც ძალიან მაღალტექნოლოგიურ დონეზე იყვნენ აღჭურვილნი. არასამართლიანად მიმაჩნია, როდესაც „ჯენერიკ- მედიკამენტებს“ უხარისხო წამლებთან აიგივებენ.“