თეა წულუკიანი მართლმსაჯულებას მოუწოდებს, “რუსთავი 2”-ის პროცესის გამჭვირვალობა და სანდოობა უზრუნველყოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მართლმსაჯულებას მოუწოდებს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პროცესის გამჭვირვალობა და სანდოობა უზრუნველყოს.
ამის შესახებ წულუკიანმა “რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მთავრობა არ აკონტროლებს მართლმსაჯულებას საქართველოში, ამიტომ მე მინდა მართლმსაჯულებას მოვუწოდო, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, რომ უზრუნველყოს ამ პროცესის გამჭვირვალობა, სანდოობა, და რაც მთავარია, თუკი ამის შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს საქმე, რათა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს უფრო მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება მიეცეთ. რაც ყველაზე მთავარია, მე მიხარია, რომ “რუსთავი 2″ მაუწყებლობას აგრძელებს,
პლურალისტური მედიაგარემო საქართველოში ჩვენი რეალობის ნაწილია და ჩვენი უკვე შემდგარი კულტურაა, რომელსაც ამ ქვეყანაში ვერავინ დაამარცხებს. ადრე გვქონდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ სტანდარტს, რომ მედიათავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და დროსთან ერთად, ეს ხარისხი კიდევ უფრო იზრდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები