თეა წულუკიანმა იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი მიიღო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის ყველა მოადგილე, აგრეთვე, ელჩის მოადგილე სტეფანო კრესენცი.
თეა წულუკიანი იტალიის ელჩს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ანტონიო ენრიკოს მოადგილეები წარუდგინა და მათი პასუხისმგებლობების სფეროები გააცნო.
ანტონიო ენრიკო ბარტოლი იტალიის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე ანტონიო ენრიკო ბარტოლის ვაშინგტონში იტალიის საელჩოს პრესსპიკერის, პრესასთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი საქმეებისა და კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები