“თავისუფალი დემოკრატები” ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა
ტყიბულის „თავისუფალი დემოკრატების“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტია და შესაბამისად, პოსტი დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად დავით კუბლაშვილი „თავისუფალი დემოკრატებსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებული საერთო პრინციპები დაასახელა. კუბლაშვილი აცხადებს, რომ პირველ რიგში ეს მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებას უკავშირდება. “პარტიამ სრულიად სხვა კურსი აიღო იმ პრინციპების საწინააღმდეგოდ, რითაც მოვედით ხელისუფლებაში. რაც ყველაზე სდამწუხაროა, მან საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად შეარჩია ისეთი პარტნიორები, რომლებსაც მე და ჩემი მეგობრები ვებრძოდით. აქედან გამომდინატე, ჩემი შემდგომი თანამშრომლობა „თავისუფალ დემოკრატებთან“ წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვინაიდან „თავისუფალ დემოკრატებსა“ და ნაციონალურ მოძრაობას“ ერთნაირი პრიორიტეტები და მიზნები გააჩნიათ, რის გამოც მე ვტოვებ მათ რიგებს,”- განაცხადა კუბლაშვილმა.