ნუკრი ქანთარია სკანდალურ კადრებს აფასებს – კოდუას შეხვედრებზეც იყო პრესაში დაწერილი…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, დღეს გავრცელებულ სკანდალურ კადრებს აფასებს და ხელისუფლების მიერ ვიდეომასალის გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავს.
როგორც ქანთარია აცხდებს შესაძლოა, რომ აღნიშნული კადრები მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა გაყიდეს და მათ შორის ერეკლე კოდუას ასახელებს.
„რატომ ფიქრობთ, რომ ამ კადრების გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა და რატომ არ გაქვთ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ უკრაინაში გაქცეულია იმ 12 მსჯავრდებულიდან, ვისაც ამ კადრების გამო აქვს მისჯილი, იქნებ მათ ვინმეს მიჰყიდეს ეს კადრები? კოდუას შეხვედრებზეც იყო პრესაში დაწერილი. რატომ გინდათ, რომ ყველაფერს ცალმხრივად მიუდგეთ,“ – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ, ცოტა ხნის წინ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემდეგაც მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.
 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები