სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია დასრულებულია

აქცია “არა გაზპრომს!” სახელმწიფო კანცელარიასთან დასრულებულია. აქციის წევრებმა რუსულ კომპანია “გაზპრომთან” სახელმწიფოს მიერ დაწყებული მოლაპარაკებები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეთა განმარტებით, საქართველოსთვის გაზის მოსაწოდებლად “გაზპრომი” ალტერნატივას არ წარმოადგენს, რადგან მის მიერ მოწოდებული გაზი უფრო ძვირი იქნება, ვიდრე აზერბაიჯანიდან შემოსული ბუნებრივი აირი. მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილ საზოგადოებას თამარ ჩერგოლეიშვილმა, ნინია კაკაბაძემ, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, “ფორმულა კრეატივის” წარმომადგენელმა ირაკლი საღინაძემ და სხვა პირებმა მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები