ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო საბალეტო ქორეოგრაფიული ფესტივალი – თბილისში

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის საკონცერტო დარბაზში ვახტანგ ჭაბუკიანისადმი მიძღვნილი ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო საბალეტო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის მიზანი იყო საქართველოში მოღვაწე ყველა კერძო თუ სახელმწიფო სკოლის და სტუდიის აღსაზრდელების საშემსრულებლო დონის ამაღლება და დახვეწა, საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია, რასაც უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების გამოცდილებამაც შეუწყო ხელი. ფესტივალის ორგანიზატორი იყო საქართველოს პედაგოგ–ქორეოგრაფთა ასოციაცია. მხარდამჭერები – ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნომინაციები წარმოდგენილი იყო კლასიკურ, თანამედროვე და სახასიათო ცეკვების ჟანრში. მონაწილეობდნენ: ადგილობრივი მოყვარული და პროფესიონალი მოცეკვავეები, აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვა ქვეყნებში მოღვაწე კოლექტივები და სოლო შემსრულებლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები