თამარ კინწურაშვილი: ჩემთვის „რუსთავი 2“–ის მფლობელი გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილია

ტელეკომპნია „რუსთვი 2“–ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ „რუსთავი 2“–ის შემდეგ „ტელეკომპანია საქართველო“ დააყადაღა. 1-ელ ოქტომბერს სწორედ, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ტოქ-შოუს, „არჩევანის“ მთავარი თემა.
როგორც მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა აღნიშნა, ბოლო დღეებში იმენად ფორსირებულად წარიმართა პროცესი, რომ უკვე კითხვის ნიშანი არ არის, რომ ერთ მხარეს დგას „რუსთავი 2“, ხოლო მეორე მხარეს დგას ხელისუფლება და „აშკარაა მათი დაინტერესება ამ პროცესის მიმართ“.
რაც შეეხება თავად ქიბარ ხალვაშს, კინწურაშვილი ფიქრობს, რომ ის ერთ–ერთი მოთამაშეა და ხელისუფლების სურვილს ასრულებს. მეტიც, მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარისთვის რეალურ მფლობელად ასოცირდება ადამიანი, რომელიც დღეს ცოცხალი არ არის.
„არჩევნების შემდეგ კეთდებოდა განცხადებები, რომ „ქართული ოცნება“ „რუსთავი 2“–ს დაუბრუნებდა მის რეალურ მფლობელს. პირადად ჩემთან რეალურ მფლობელად ასოცირდება ადამიანი, რომელიც დღეს ცოცხალი არ არის და ესეც სამართლებრივი საკითხია… ასე ხელაღებით არ შეიძლება შევაფასოთ, მიუხედავად ჩვენი პირადი აღქმებისა და დამოკიდებულებისა“, – აღნიშნათამარ კინწურაშვილმა.
მაშ ასე, რადგან მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარისთვის რეალურ მფლობელად ასოცირდება ეროსი კიწმარიშვილი, ამ ლოგიკით გამოდის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელი მფლობელი არიან არა ძმები ყარამანიშვილები, არამედ კიწმარიშვილთან ერთად ტელეკომპანიის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, რომლებიც ასევე, პროკურატურის გზით ცდილობენ არხის დაბრუნებას.
კინწურაშვილის განცხადებაში ლოგიკა ნამდვილად არის, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ ჯარჯი აქიმიძის მიერ 1-ელ სექტემბერს გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს. ამონარიდი ინტერვიუდან: „ჩვენი დამფუძნებლობის პერიოდში ორჯერ დაგვხურეს, ყადაღა კი არ დაგვადეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ „რუბილნიკიდან“ გამოგვრთეს, იმიტომ რომ არ ვასრულებდით ხელისუფლების დავალებებსა და მითითებებს. დღეს სულ სხვა სიტუაციაა: „რუსთავი 2“ არის პარტიული მედია, „ნაცმოძრაობის“ მედია-საშუალება, რომელიც თავის დროზე წაგვართვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებმა და ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ არა ჭანჭიკები, არამედ პირველი პირები“, – აცხადებს ჯარჯი აქიმიძე.
აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად მოიაზრებს თუ არა კინწურაშვილი „რუსთავი 2“–ის მფლობელებად ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს და კინწურაშვილის განცხადება ადასტურებს თუ არა, რომ ტელეკომპანიის მფლობელები პოლიტიკური ნიშნით იცვლებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ამ საკითხის გასარკვევად for.ge თამარ კინწურაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა: „ტელეფონი მიჯდება, წერილობით გამომიგზავნეთ კითხვა და გიპასუხებთ ამომწურავად“, – გვითრხა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ.

წყარო: For.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები