ზაალ კასრელიშვილი: სააკაშვილისა და ალასანიას გუნდებს შორის „ერთსქესიანი პოლიტიკური ქორწინება“ უკვე შემდგარია!

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ პრეზიდენტი, პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. ექსპერტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის „ერთსქესიანი პოლიტიკური ქორწინება შედგა“.
კასრელიშვილის ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „გარიგების“, შესახებ ინფორმაცია ექპერტმა გია ნოდიამ გაახმაურა.
„მას შემდეგ რაც სააკაშვილის ნაცებმა და ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ერთმანეთს სიყვარული საჯაროდ აუხსნეს, ქართული ნეობარილიზმის „მამები“ და ნაცმოძრაობის იდეოლოგები მათი გაერთიანების აუცილებლობაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.
მაგალითად, ე.წ. ექსპერტსა და ნაცმოძრაობის „წვერებიან ბებიად“ წოდებულ გია ნოდიას, რომელმაც ცოტა ხნის წინათ კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძესა და ჭაბუა ამირეჯიბს კალამი დაუწუნა, მიაჩნია – „ნაციონალებისათვის იდეალური შემთხვევა იქნება, რომ ალასანიასთან შექმნან კოალიცია“. მოკლედ, ნოდია და სხვა „ნოდიები“ სოლომონ მორბელაძესავით, მაშვლობას კისრულობენ და ცდილობენ, „ნაციონალები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ერთმანეთს „გაურიგონ“, თუმცა, სააკაშვილისა და ალასანიას გუნდებს შორის „ერთსქესიანი პოლიტიკური ქორწინება“ უკვე შემდგარია!“ – აცხადებს ზაალ კასრელიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები