რა პრობლემა შეექმნა ნასტასია კინსკის თბილისის აეროპორტში

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით ჩამოსული მსახიობი ნასტასია კინსკი ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ „გადააგდო“, – ამის შესახებ, სანდო წყაროზე დაყრდნობით გაზეთი „პრაიმ-ტაიმი” სტატიას აქვეყნებს.
„მსახიობს ბიზნესკლასის ბილეთები ჰქონდა, თუმცა როდესაც ის აეროპორტში მოვიდა, რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. ამბობდა, რომ მას ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები უნდა დახვედროდნენ, თუმცა ადგილზე არავინ ყოფილა. თუ არ ვცდები, შემდეგ ვიღაც პირთან დაკავშირება მოახერხა, ჩვენი თანამშრომლები დაეხმარნენ. თუ არ ვცდები, იმ ღონისძიების ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ, სადაც მსახიობი იყო მიწვეული. როგორც ჩანს, არც ისინი ელოდნენ რამეს, სასწრაფოდ დაფაცურდნენ. არ ვიცი ვინ ჩარიეს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ პრაქტიკულად ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი გააჩერეს და ნასტასია კინსკიმ მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ქვეყნის დატოვება. მანამდე კარგა ხანი აეროპორტში გაურკვეველ ვითარებაში, საკმაოდ განერვიულებული მიმოდიოდა“, – ყვება გამოცემასთან საუბრისას წყარო, თუმცა რომელმა ტურისტულმა კომპანიამ შეუქმნა პრობლემები მსახიობს, ვერ აკონკრეტებს.
ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე კი აცხადებს, რომ მსახიობი აეროპორტში ტურისტული კომპანიის მძღოლმა დაგვიან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები